20:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 14:02:48, 693 ნახვა

სამხედრო
ჯონ მაკკეინი: ქართველები კოალიციის საუკეთესო სამხედროებს შორის არიან

აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ სამხედროებს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენატორი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს სენატორი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურ გენერალ ჯონ კემბელთან ერთად დაესწრო. აშშ-ის სენატორის უსაფრთხოებას საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფდნენ.

ჯონ მაკკეინმა ავღანეთის მისიაში საქართველოს წვლილზე და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთის მისიაში. ქართველი სამხედროები პერიმეტრის გარეთ ძალიან სახიფათო და რთულ მისიას ასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი მოკავშირეების, სამხედროების და საზღვაო ქვეითების უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის მისიაში შეაქვს. მისიის მეთაურმა გენერალმა კემპბელმა მითხრა, რომ ქართველები კოალიციის საუკეთესო სამხედროებს შორის არიან. ისინი ძალიან რთულ საქმეს აკეთებენ, რაც პროფესიონალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს მოითხოვს - სწორედ ასეთები არიან ქართველი სამხედროები“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics