2018-08-29 00:22:32, 862 ნახვა
სხვადასხვა
გურამ კაშიამ ფეისბუქის გვერდი ღია აგრესიისა და შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გამო წაშალა
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და ჰოლანდიის "ვიტესის" კაპიტანმა, გურამ კაშიამ თავისი ფეისბუქის გვერდი მის მიმართ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიის გამო წაშალა. ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.
LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა. სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ "ქართული მარშის" და სხვა ულტრანაციონალისტური ორგანიზაციების წევრები. მიზანმიმართულ კამპანიაში ჩართული იყო ასევე ღია ფაშისტური ორგანიზაცია " სოციალ-ნაციონალისტების" მხარდამჭერები.
ავტორი: ,