13:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 16:46:51, 1642 ნახვა

სხვადასხვა
მარტვილის კანიონი ევროპაში დაივინგის საუკეთესო რვა მარშრუტს შორის დასახელდა

ამერიკულმა გამოცემამ Scuba Diving მარტვილის კანიონი ევროპაში დაივინგის საუკეთესო რვა მარშრუტს შორის დაასახელა.

როგორც გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, წყალქვეშა სამყაროთი დაინტერესებულმა ფოტოგრაფებმა Scuba Diving მათი რჩეული ადგილების შესახებ ინფორმაცია და ფოტო მასალა მიაწოდეს.

გამოცემამ რვა საუკეთესო ადგილი შეარჩია - ერთ-ერთ მათგანი სწორედ მარტვილის კანიონია.

მარტვილის კანიონის ფოტო და აღწერა National Geographic-ის რუსული გამომცემლობის ფოტოგრაფს, ვიქტორ ლიაგუშკინს ეკუთვნის.

"საქართველოს უძველესი მიწა შავ ზღვიდან კავკასიის მთებამდეა გაშლილი. აქ ისეთი გასაოცარი გამოქვაბულები და კანიონებია, რომლებსაც სატელიტიც კი ვერ ხედავს. წყალი - საუკეთესო სკულპტორია, ხოლო მარტვილის კანიონი მდინარე აბაშას მიერაა ამოჭრილი. იქ მისასვლელად სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუმცა თავად ადგილი ტოლკინის წიგნების ილუსტრაციას გავს, ადგილს სადაც, ელფები ცხოვრობენ. კანიონში ულამაზესი ჩანჩქერებია, ციცაბოებია გვიმრებით და სუროებით დაფარული, რომლებიც სადღესასწაულო განათებასავით „მორთული“ კლდეებიდან ვარდება. წარმოუდგენელი სილამაზეა", - წერს ფოტოგრაფი.

ცნობისთვის, საქართველო, სასურველი მარშრუტების ამ ნუსხაში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიას, ნორვეგიას, სლოვაკეთსა და ხორვატიას შორის აღმოჩნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics