00:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 11:57:36, 649 ნახვა

სამხედრო
ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე საარტილერიო საველე სწავლება დასრულდა

ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე II ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დასკვნით ფაზაზე საარტილერიო ბატალიონის ასეულმა საბრძოლო სროლები D-30 ტიპის ქვემეხებიდან აწარმოა.  სამიზნე მანძილი 6-დან 7 კილომეტრამდე მერყეობდა.

სამ ფაზად დაგეგმილი საარტილერიო მომზადების ამოცანას ასეულის შეფასება წარმოადგენდა. სწავლების მეორე ფაზა 17 მარტს დაიწყო და მასში 63 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. 
სპეციალურად ამ სწავლებისთვის ბატალიონის პირადი შემადგენლობიდან შემფასებელთა ჯგუფია გამოყოფილი, რომლებსაც შესაბამისი საფუძვლიანი მომზადება აქვთ გავლილი. ბატალიონში შემავალი ასეულები ეტაპობრივად შეფასდებიან.  

გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით მომავალშიც იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics