19:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 15:36:02, 633 ნახვა

სამხედრო
კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დასრულდა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტის ორგანიზებული კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის დახურვის ცერემონიალი „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. სემინარის მონაწილეებს სიტყვით ტრენერმა, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა დევიდ შუტერმა და დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა მრჩეველმა თავდაცვის საკითხებში ალექსანდრა ლუის პოლიმ მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები ალექსანდრა ლუის პოლიმ და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ გადასცეს.

სემინარის მონაწილეები უსაფრთხოების სექტორის მმართველობის პრინციპებსა და მეთოდებს დაეუფლნენ, ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. კურსი სამინისტროებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობასა და კოორდინაციას უწყობს ხელს. სემინარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რვა თანამშრომელთან ერთად უკრაინისა და აზერბაიჯანის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სწავლება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე მეექვსედ ჩატარდა. პროგრამის მიზანი უსაფრთხოების სისტემის მმართველობის უზრუნველსაყოფად სტრუქტურისა და პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics