2016-03-31 10:47:21, 894 ნახვა
მსოფლიო
ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა 6 სამხედრო პირი მოკლეს
ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა 6 სამხედრო პირი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინციდენტი, ნიგერიის საზღვართან, დიფას დასახლებაში მოხდა.
ცნობისთვის, 2 კვირის წინ ამავე ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლებმა ამავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლეს.
როგორც მედია საშუალება იტყობინება, ისლამური დაჯგუფება ნიგერიაში ჩამოყალიბდა და მის რიგებშ ნიგერიელი ჯარისკაცებიც არიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიგერიის პრეზიდენტმა მეზობელ ქვეყნებს უკვე მიმართა და „ბოკო ჰარამის“ წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან