20:28 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 17:15:28, 666 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

14–16 აპრილს   საგამოფენო კომპანია ,,GEONET EXPO’’  ქალაქ   ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში’’ ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ პირველ საერთაშორისო გამოფენას  ,,EXPOMEDBATUMI  2016 ’’  ატარებს.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაცია იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოები, სამედიცინო სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები.

საერთაშორისო გამოფენა ,, EXPOMED BATUMI  2016 ’’  ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას. მოწვეული იქნება სხვადასხვა  ქვეყნის  წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას  ჩატარდება პრეზენტაციები, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წარდგენა,  მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა  ორმხრივი შეხვედრები. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან : საქართველო, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი,  პოლონეთი, ბელორუსია.

,,EXPOMED BATUMI  2016 ’’   თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალურუ დაცვის სამინისტრო , ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, მედია მხარდამჭერი -  აჭარის ტელევიზია  და გაზეთი ,,Ajara BUSINESS WEEK’’.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics