2020-04-13 11:23:44, 10479 ნახვა
ომი უკრაინაში
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა
CNN-ის ცნობით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.
მათი ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან კი 16 შემთხვევა არის იმპორტირებული.
სამხრეთ კორეაში covid19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 24 საათის განმავლობაში სამს მიაღწია, ხოლო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 217 შეადგინა.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში კორონვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 537-ს შეადგენს, აქედან გამოჯანმრთელდა 7 447 პაციენტის. შეგახსენებთ, რომ ქვეყანა კორონავირუსთან ეფექტურად ბრძოლის თვალსაზრისით, ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად სახელდება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან