2019-09-02 14:22:13, 13006 ნახვა
Lifestyle
რიკი მარტინის და Maluma-ს ახალმა კლიპმა რეკორდი მოხსნა
პუერტო-რიკელი პოპ მომღერლის რიკი მარტინის და კოლუმბიელი ამომავალი ვარსკვლავის მალუმას ერთობლივმა , რიგით უკვე მეორე კლიპმა , პივრელი სიმღერის რეკორდი მოხსნა და Youtube-ზე 3 დღეში 7 მილიონამდე ნახვა და 285 000 მოწონება დაიმსახურა.
ახალი დუეტი , სახელად "No Se Me Quita" ძალიან თანამედროვე და ხალისიანი კომპოზიციაა-სიმღერა გვიამბობს ადგილზე, სადაც არ მთავრდება ზაფხული და გვიხსნის თუ რატომ უნდა გვიხაროდეს სიცოცხლის ყოველი მომენტი.
მალუმა 2019 წლის ყველაზე აქტიურ მომღერლად დასახელდა. მან მომდევნო წელს 3 კომპოზიცია, მათ შორის სუპერჰიტი "Medelin" პოპ დივა მადონასთან ჩაწერა.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან