23:22 - 10 Apr, 2026
|
2015-01-20 11:33:00, 508 ნახვა
საზოგადოება
თამაზ სუხიაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება
უკრაინაში, დონეცკის აეროპორტზე შეტევისას, დაღუპულ ქართველ თამაზ სუხიაშვილს საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ. მანამდე კი, დნეპროპეტროვსკიდან მისი კიევში გადასვენებაა დაგეგმილი. სუხიაშვილის ცხედარს დნეპროპეტროვსკის მორგში ამ დროისათვის ექსპერტიზა უტარდება. როგორც ცნობილია, დაღუპული თამაზ სუხიაშვილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს, სახელმწიფო დაფარავს. შეგახსენებთ, 18 იანვარს დონეცკის აეროპორტზე შეტევისას, 93-ე აერომობილური ბრიგადის მოხალისე მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა. თამაზ სუხიაშვილი 25 იანვარს 36 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილეა. ცხოვრობდა გორში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)