|
2016-11-16 15:31:37, 1912 ნახვა
სხვადასხვა
მსოფლიო ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება აშშ-ის პრეზიდენტს აქვს
მსოფლიო ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი ანაზრაურება ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტს აქვს, - ამის შესახებ გამოცემა Echos-ი იუწყება. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა წლიურად 400 ათას დოლარს იღებს. ამასთან, ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს და სიმბოლურად წელიწადში 1 დოლარს აიღებს. სიაში მეორე ადგილს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო იკავებს, რომლის ხელფასიც 260 ათასი დოლარია. ლიდერების სამაულს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ხურავს. მისი ხელფასი 234 ათას დოლარს შეადგენს. გამოცემის ინფორომაციით, საფრანგეთი სპრეზიდნეტი ფრანსუა ოლანდი სიაში მე-8 ადგილზეა და მისი ხელფასი 194 ათას დოლარს შეადგენს. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, ოლანდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის ხელფასი 30% შემცირებულიყო. სიაში მე-9 ადგილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იკავებს. პრეზიდენტის ხელფასი 136 ათას დოლარს აღწევს. სტატიის ავტორების თქმით, 2015 წელს, რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის დროს, ვლადიმერ პუტინმა ხელფასი 10%-ით შეამცირა. ხელფასების რეიტინგის მე-10 ადგილზე იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი იმყოფება, რომელსაც 125 ათასი დოლარი აქვს. აღნიშნულ რეიტინგში ასევე შევიდნენ ტურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდორანი - 197 ათასი დოლარით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი - 215 ათასი დოლარით და იაპონიის პრემიერი სინძო აბე - 203 ათასი დოლარით. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელფასი თვიურად 6 900 ლარს შეადგენს და ჯამურად წელიწადში 82 800 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)