13:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 12:57:42, 1227 ნახვა

პოლიტიკა
მედია: ისრაელმა ირანის მაღალჩინოსან ალი ლარიჯანზე იერიში მიიტანა, უცნობია მისი მდგომარეობა

The Times of Israel ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს ღამით ისრაელის არმიამ იერიშების ფარგლებში ირანის რეჟიმის უზენაესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი მიზანში ამოიღო.

ოფიციალური პირების თანახმად, ჯერჯერობით უცნობია, დაიღუპა თუ დაიჭრა იერიშის შედეგად ალი ლარიჯანი.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენშტაბის უფროსმა დღეს დილით თქვა, რომ ღამის განმავლობაში "ლიკვიდაციის მხრივ, მნიშვნელოვანი მიღწევები შეინიშნებოდა, რასაც აქვს პოტენციალი, გავლენა მოახდინოს კამპანიის მიღწევებსა და IDF-ის მისიაზე".

მედია წერს, რომ გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა ეს განცხადება ალი ლარიჯანზე იერიშთან დაკავშირებით გააკეთა.

The Times of Israel წერს, რომ ალი ლარიჯანი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის უახლოესი პირი იყო. ის ირანელი მაღალჩინოსანია, რომელიც 10 მარტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სიკვდილით დაემუქრა.

მედია თავდაცვის წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ირანში განხორციელებულმა ბოლო საჰაერო დარტყმებმა მიზანში სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებიც ამოიღო, მათ შორის ღაზის სექტორში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის, ისლამური ჯიჰადის ლიდერი, აკრამ ალ-აჯური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics