|
2026-03-12 14:58:18, 2670 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძის თქმით, 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, გაიზრდება აქციზი
ივანიშვილის წარმომადგენელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 6-ზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყავნის აკრძალვას გააუქმებენ. კობახიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციით გაიზრდება განბაჟების ტარიფი - 1 კუბზე 4.5 ლარის ოდენობით. "როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა კორექტირება შევიტანოთ ამ გადაყვეტილებაში, კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6-ზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული 1 კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე. სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესამსისი კერძო სუბიექტების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს" - თქვა ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე. მოქმედი ტარიფით, 6-დან 9-მდე წლოვანების ავტომობილის განბაჟების ტარიფი 80 თეთრი იყო. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში განსაზღრვრული იყო აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)