23:21 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 13:25:07, 502 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის თქმით, განისაზღვრა ის სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი

ჩვენ  უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები, რაც არის მიღებული პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  განისაზღვრა ის სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით.

„ჩვენ  უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები, რაც არის მიღებული პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. ჩვენ განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით. რაც შეეხება განკარგულებას, განსაზღვრულია კვოტები, მათ შორის კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრულია ნულოვანი კვოტები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილია სფეროები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით ვერავინ ვერ გაუწევს კონკურენციას. აქ იყო გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა, თითოეულ შემთხვევაში მოქალაქეების ინტერესები და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხეთ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესების დაცვა", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics