10:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 18:20:03, 401 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: მარკო რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღვადგინოთ პარტნიორობა

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გზავნილი "ოპტიმიზმის საფუძველს" აძლევს. 

"მარკო რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ჩვენი განაცხადი არის ცნობილი - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, კულმინაციის სახით შეწყვიტა, შეაჩერა საქართველოსთან.

ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, ბატონი რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი მხრიდან იქნება გამოხატული სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, 8 თებერვალს, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში, ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართული მიღების ფარგლებში ამერიკის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ჯეი დი ვენსი მოგვესალმა და სახ.მდივანი მარკო რუბიო ცოტა უფრო დიდხანს შეჩერდა ჩვენთან. [...] მან აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა ის სიტყვა გამოვიყენო. პირდაპირ შეიძლება არც ითარგმნება ინგლისურიდან... სიმყრალესთან… ესე აღნიშნა. უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო ის ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში. თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არაშესაბამისი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში." - თქვა ყაველაშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics