22:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-05 11:29:31, 1580 ნახვა

საზოგადოება
ექიმი გიორგი კავკასიძე - გავრცელებული კოდების ქვეშ რა ნივთიერებებიც არის, რეალურად, ყველა შხამია

" ნივთიერებები, რომელიც კონკრეტული კოდის ქვეშ არის, ყველა შხამია და მათი გამოყენება ბრბოს დაშლის მიზნით, კატეგორიულად დაუშვებელია. - ამის შესახებ მედიასთან ექიმი გიორგი კავკასიძე აცხადებს.

ექიმის თქმით, BBC-თან ერთ-ერთმა ინტერვიუერმა თქვა, ბოთლებს, რომელშიც აღნიშნული ნივთიერებები ესხა, თავის ქალა და ჩონჩხი ეხატა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს ნამდვილად შხამია.  

ამ კოდებით არის ისეთი ორგანული ნივთიერებები ჩამოთვლილი, რომელსაც იყენებენ ინდუსტრიაში. ეს ნივთიერებები დღემდე იწარმოება, იმიტომ, რომ ქიმიური ინსდუსტრიაში გამოიყენება და მათი გამოყენება აი, ამ ბრბოს დაშლის თვალსაზრისით, არის კატეგორიულად აკრძალული. ამ კოდების ქვეშ რა ნივთიერებებიც არის, რეალურად, ყველა შხამია. BBC-ის ინტერვიუში ყვება ერთ-ერთი რესპოდენტი, რომ ამ ბოთლებს თავის ქალა და ჩონჩხები ეხატაო. ეს არის საერთაშორისო აღნიშვნა შხამის, - ამბობს გიორგი კავკასიძე. 

პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics