16:26 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 18:42:01, 695 ნახვა

სამხედრო
საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ ნატო-ს მაღალჩინოსნებს უმასპინძლა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ნატო-ს სამხედრო პარტნიორობის მაღალი რანგის სამხედროები ეწვივნენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს აკადემიის საქმიანობა, არსებული სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა გააცნეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს სამხედრო პარტნიორობის მაღალი რანგის ოფიცრები საქართველოში კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმყოფებიან.

მრავალეროვნული ღონისძიება - სამხედრო პარტნიორობის დირექტორატის ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიების ფარგლებში თბილისში ჩამოსულმა ნატო-ს მაღალჩინოსანმა სამხედროებმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართეს და არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაათვალიერეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics