03:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-17 11:48:46, 3833 ნახვა

Lifestyle
მეთიუ პერი კეტამინის მწვავე ზემოქმედებით გარდაიცვალა

"მეგობრების" ვარსკვლავი მეთიუ პერი გარდაიცვალა "კეტამინის მწვავე ზემოქმედებით", - ნათქვამია ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის განცხადებაში.

მსახიობის სიკვდილს ასევე შეუწყო ხელი „გულის კორონარულმა დაავადებამ და ოპიოიდების ზემოქმედებამ“, მაგრამ ეს პირველ რიგში აიხსნება იმ წამლის „მწვავე ეფექტებით“, რომლითაც მის „დეპრესიას მკურნალობდნენ“.

„მისი სისხლის ნიმუშებში ნაპოვნი კეტამინის მაღალი დონით, სიკვდილის ძირითადი მიზეზები იყო როგორც გულ-სისხლძარღვთა გადაჭარბებული აგზნება, ასევე სუნთქვის დეპრესია“, - ნათქვამია მოხსენებაში, ციტირებულია CNN-ის მიერ.

ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ პერის სისხლში აღმოჩენილი კეტამინის დონე ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებული რაოდენობის ტოლფასი იყო.

მეთიუ პერი 54 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. პერის ცხედარი საკუთარ სახლში ჯაკუზში იპოვეს.

სერიალი მეგობრები გადიოდა NBC-ზე 1994 წლიდან 2004 წლამდე. იგი მიყვება ექვსი ახალგაზრდა ნიუ-იორკელის ცხოვრებას. ის 1990-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიალად იქცა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აჩვენეს.

2021 წელს გამოვიდა სიტკომის "Friends: Reunion" სპეციალური ეპიზოდი, რომელშიც ითამაშა ორიგინალური სერიალის ყველა მსახიობი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics