2015-02-05 11:50:02, 429 ნახვა
საზოგადოება
თსუ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურას სთავაზობს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი ბურდულის კანდიდატურას სთავაზობს.
"ირაკლი ბურდული მისი მენეჯერული თვისებებით, მაღალკვალიფიციურობით, აკადემიურობით, პრინციპულობით, აპოლიტიკურობითა და სასამართლო სისტემისადმი პროფესიული სიახლოვით სრულად აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურისადმი წაყენებულ კრიტერიუმებს", - ნათქვამია პრეზიდენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან