20:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 20:14:37, 869 ნახვა

სამხედრო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის J5/8 დეპარტამენტის დირექტორატის უფროსის მოადგილე იმყოფება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის, J5/8 დეპარტამენტის დირექტორატის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ქევინ მაკნილი იმყოფება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური  შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ ქევინ მაკნილს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა დ აშშ-ის შორის თანამშრომლობის საკითხები  და სამომავლო პერსპექტივები  განიხილეს. შეხვედრას კიბერუსაფრთხოების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, გიორგი ბეროშვილი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი  დაესწრნენ.

ამერიკელმა გენერალმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში  ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობაზეც ისაუბრა, ქართველი ჯარისკაცების წვლილი და მათი პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე,  რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, ყურადღება  თავდაცვის სფეროში  საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო პარტნიორობასა და ჩვენი ქვეყნის  თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე  გაამახვილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics