23:05 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 10:07:54, 1338 ნახვა

სამხედრო
40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები უკრაინის სამხედრო დახმარებაზე იმსჯელებენ

უკრაინის სამხედრო დახმარება 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა იქნება. პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი შეხვედრას გერმანიაში, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე გამართავს.

აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის თქმით, მოლაპარაკებების მთავარი ამოცანაა კიევისთვის სამხედრო დახმარების სინქრონიზაცია და კოორდინაცია.

"მომდევნო რამდენიმე კვირა იქნება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი. უკრაინას მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად. ეს არის შეხვედრის მიზანი." - აღნიშნა გენერალმა.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 3,7 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდა, დაწყებული Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებიდან და Switchblade თვითმფრინავებიდან დამთავრებული ჰაუბიცებით.

კვირას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

კიევში ვიზიტის შემდეგ გამოცხადდა დამატებითი 713 მილიონი სამხედრო დახმარება (322 მილიონი - კიევს, დანარჩენი - აშშ-ს 15 მოკავშირეს, რომლებმაც უკრაინას იარაღი მიაწოდეს).

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ანონიმურობის პირობით უთხრეს როიტერს, რომ რუსეთის ჯარებს სურთ დაეყრდნონ არტილერიას და დაბომბონ უკრაინის პოზიციები, ხოლო სახმელეთო ძალები სხვადასხვა მიმართულებიდან ცდილობენ ალყა შემოარტყან და გაანადგურონ უკრაინული ჯარების მნიშვნელოვანი ჯგუფი.

აშშ-ს შეფასებით, ბევრმა რუსულმა ქვედანაყოფმა განიცადა მძიმე დანაკარგი, ზოგიერთმა დაკარგა პერსონალის 30%. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე შეაფასა რუსეთის დანაკარგი 15000 დაღუპულად. მაგრამ, აშშ-ის ოფიციალური პირები განაგრძობენ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა იარაღითა და პერსონალით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics