13:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 15:19:57, 585 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: გიორგი ცააძე თავს დამნაშავედ არ თვლის

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე დროებითი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს ცააძეს ადვოკატმა ინგა სეხნიაშვილმა განუცხადა. 

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს. 

„გიორგი ცააძეს ბრალი ჯერ არ წარედგინა. მას ბრალდებულის დაკავების ოქმი გადაეცა. ამჟამად ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როდესაც ცააძეს პროკურატურაში განუმარტეს, თუ რისთვის იყო ის დაკავებული, მან განაცხადა, რომ აღნიშნულ დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის და თავს დამნაშავედ არ თვლის“, – აღნიშნა სეხნიაშვილმა. 

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, ცანავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებითაა დაკავებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics