2020-04-01 21:12:20, 1005 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - 10 წლის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, 10 წლის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
მისი თქმით, ის საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა.
„გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა. ბავშვის, რომლის მოგზაურობის ისტორია უკავშირდება ევროპას, კონკრეტულად საფრანგეთს. ის იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში ბებიასთან ერთად. ვითვალისწინებთ ოჯახის თხოვნას მის გადაყვანასთან დაკავშირებით და ის გადადის ქალაქ თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტში, სადაც გააგრძელებს შესაბამის მკურნალობას“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,