2015-06-10 17:14:18, 635 ნახვა
ეკონომიკა
ერთი დოლარი ხვალ 2.2550 ლარი ეღირება
ლარი მცირედით გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარი 2.2550 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2706 ლარადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0156 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.5461 ლარი იქნება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.5549 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0088 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან