19:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 12:58:44, 792 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ და მასტერქარდი მომხმარებელს აძლევენ შანსს დაესწროს უეფას სუპერთასის თამაშს

"საქართველოს ბანკი" და მასტერქარდი, მომხმარებელს აძლევენ შანს, დაესწროს უეფას სუპერ თასის თამაშს „დინამო არენაზე“ თბილისში.

ის მომხმარებელი, ვინც 15 ივლისის ჩათვლით გადაიხდის საქართველოში გაცემული მასტერქარდის ბარათით, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, ავტომატურად გახდება გათამაშების მონაწილე.

გათამაშებაში გათვალისწინებული იქნება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, ასევე ონლაინ შესყიდვისას მასტერქარდის ბარათებით განხორციელებული გადახდები.

გათამაშებას ეყოლება 11 გამარჯვებული, რომლებიც გამოვლინდებიან დოლურის პრინციპით, 27 ივლისს 12:00 საათზე.

თითოეული გამარჯვებული მიიღებს 2 ბილეთს -  ერთს ზრდასრულისთვის და მეორეს თანმხლები ბავშვისთვის, 11 აგვისტოს უეფას სუპერთასის თამაშზე დასასწრებად თბილისში.

გამარჯვებულ ბავშვს მიეცემა უნიკალური შანსი დადგეს მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.mastercardcampaign.ge  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics