2015-05-29 12:58:10, 636 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ათონელის რეზიდენციის რეალიზაცია ძალიან რთული იქნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ათონელის რეზიდენცია მაღალი დონის სტუმრებზეა გათვლილი. შესაბამისად, მინისტრის შეფასებით, მისი რეალიზაცია ძალიან რთული იქნება.
"ეს შენობა ძალიან ძვირადღირებულია. გათვლილია მაღლი დონის სტუმრებზე. ამიტომ, ამ შენობის რეალიზაცია ძალიან რთული იქნება. დიახ, ეს ობიექტი საპრივატიზაციო ნუსხაში იყო, ძალიან ბევრ ინვესტორთა ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ფასის გადამხდელი ... დიდი ხარჯია გაწეულია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან