03:32 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 09:58:54, 881 ნახვა

სამართალი
თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე, იტალიაში თამარ კობერიძე და იოსებ მეზვრიშვილი დააკავეს

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 1982 წელს დაბადებული თამარ კობერიძე და 1967 წელს დაბადებული იოსებ მეზვრიშვილი 2015 წლის 10 მარტს  წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლის მიერ ინტერპოლის წევრ სახელმწიფოებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა თამარ კობერიძის და იოსებ მეზვრიშვილის ლოკალიზების და დაკავების მიზნით. ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებული პიროვნებები იტალიაში იმყოფებოდნენ.

თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე, იტალიაში, ქალაქ რობერბელაში დაკავებულ იქნენ თამარ კობერიძე და იოსებ მეზვრიშვილი. 

"2013 წელს თამარ კობერიძემ, იოსებ მეზვრიშვილთან ერთად, იტალიიდან ავტომობილების საქართველოში იმპორტის მიზნით დააფუძნა შპს „იტალავტო“. კომპანიის დამფუძნებლები თაღლითური განზრახვით კლიენტებს სთავაზობდნენ შემცირებულ ფასებს, მოსალაპარაკებლად იყენებდნენ კომერციულად მოსახერხებელ საშუალებას და მეტი სანდოობისთვის SKYPE-ის საშუალებით ახორციელებდნენ იტალიაში არსებული ავტომობილების საქართველოში პოტენციური მყიდველებისათვის ჩვენებას. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე თამარ კობერიძემ და მისმა თანამზრახველმა იოსებ მეზვრიშვილმა გააფორმეს საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება 21 კლიენტთან და თაღლითურად მიითვისეს დაახლოებით 180 000 ევროს ოდენობის თანხა, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი",-განმარტავენ შსს-ში.

ამჟამად დაკავებულების  მიმართ  კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics