16:28 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 20:19:57, 1883 ნახვა

Lifestyle
ცნობილი მოდის დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

პარასკევს, 3 თებერვალს, ცნობილი ესპანელი წარმოშობის ფრანგი მოდის დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთში, პორტსალში. - ამის შესახებ Le Monde იუწყება.

მისი გარდაცვალება დაადასტურა ესპანურმა ჯგუფმა Puig-მა, რომელიც აკონტროლებს Paco Rabanne მოდის სახლს და პარფიუმერიის ბიზნესს.

„პაკო რაბანს მოდის სახლს სურს პატივი მიაგოს ჩვენი დიზაინერისა და დამფუძნებლის ხსოვნას, რომელიც დღეს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე გამოჩენილ მოდის ფიგურებს შორის, მისი მემკვიდრეობა შთაგონების მუდმივ წყაროდ დარჩება.

პაკო რაბანი დაიბადა 1934 წლის 18 თებერვალს ესპანეთში ბასკების ქვეყანაში. იგი ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში 1960-იან წლებში. დიზაინერმა თავისი პირველი კოლექცია 1966 წელს პარიზში წარადგინა. მისი კოსტიუმები ეცვათ კინოვარსკვლავებს, მათ შორის ოდრი ჰეპბერნს და ჯეინ ფონდას.

მან დაიწყო თავისი კარიერა მოდის სამყაროში Givenchy-ს, Dior-ისა და Balenciaga-სთვის სამკაულების დიზაინით. 1966 წელს პაკო რაბანმა დააარსა თავისი მოდის სახლი და წარმოადგინა თავისი პირველი ტანსაცმლის კოლექცია პარიზში. 1969 წელს პაკო რაბანმა წარმოადგინა თავისი პირველი სუნამო "Calandre".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება
პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics