12:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 10:16:22, 989 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 2 მილიარდის ოდენობის ვალი გადაუხადა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურა, რომ საბერძნეთმა 2,05 მილიარდი ოდენობის ვადაგადაცილებული ვალი დაფარა.

ბერძნებმა ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის წინაშე არსებული დავალიანება 4,2 მილიარდი ევრო გადაიხადეს.

საბერძნეთმა ვალის დაფარვა მას შემდეგ მოახერხა, რაც ევროკავშირმა მოკლევადიანი კრედიტი 7 მილიარდი ევროს ოდენობით გამოყო.

სავალუტო ფონდის პრესმდივანის ჯერი რაისის განცხადებით, სავალუტო ფონდი მზად არის განაახლოს საბერძნეთთან თანამშრომლობა ქვეყანაში ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის მიზნით.

ცნობისთვის, საბერძნეთში ბანკები სამკვირიანი შესვენების შემდეგ გუშინ გაიხსნა. მიუხედავად ამისა, შეზღუდვები გადარიცხვებზე და თანხის განაღდებაზე ძალაში რჩება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics