12:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 17:55:25, 1035 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში რადიკალი ისლამისტების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ლიონში გაზის ქარხანაზე თავდასხმის შედეგად, რომელიც, სავარაუდოდ, ისლამისტურმა დაჯგუფებებმა მოაწყვეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ანტი-ტერორისტულმა პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.
თვითმხილველების თქმით, თავდასხმა ორმა კაცმა მოაწყო, რომლებსაც ხელში არაბული წარწერის მქონე დროშა ეკავათ.
ფრანსუა ოლანდი ევროკავშირის სამიტს დღეს საღამოს დატოვებს და საფრანგეთში დაბრუნდება, გამომგზავრებამდე კი, სავარაუდოდ, პრესკონფერენციას მოაწყობს. შემთხვევის ადგილს ეწვევა შინაგან საქმეთა მინისტრიც.

ფრანგული მედია სააგენტოს ცნობით, არაბული წარწერა მსხვერპლის თავზეც იყო გაკეთებული. საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ქვეყნის მნიშვნელოვან წერტილებში უსაფრთხოების დამატებითი ძალების კონცენტრაცია მოახდინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics