03:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 11:03:32, 913 ნახვა

მსოფლიო
"ვიკილიქსი": აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ჟაკ შირაკს, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდს უთვალთვალებდა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო 2006-2012 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტებს - ჟაკ შირაკს, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდს უთვალთვალებდა.

ამის შესახებ „ვიკილიქსის" მიერ გავრცელებულ დოკუმენტებშია ნათქვამი, რომელსაც „თვალთვალი ელისეის სასახლეზე“ ჰქვია.

"ბიბისის" ცნობით, დოკუმენტები შეიცავს საფრანგეთის პრეზიდენტების, მინისტრებისა და საფრანგეთში აშშ-ის ელჩების შესახებ მასალებს.

ერთ-ერთი დოკუმენტი 2012 წელს ფრანსუა ოლანდის მიერ საბერძნეთის ევროზონიდან შესაძლო გასვლის შესახებ საუბარს ეხება. კიდევ ერთი დოკუმენტი კი 2011 წელს ნიკოლა სარკოზის მიერ ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ის ჩაურთველობას ეხება.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ფრანსუა ოლანდმა თავდაცვის საბჭოს  სხდომა მოიწვია. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ კი გავრცელებული დოკუმენტების საპასუხოდ, ოლანდის მოსმენა უარყო.

აშშ-ის სპეცსამსახურებს აქამდე გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თვალთვალშიც სდებდნენ ბრალს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics