დღეს, ბათუმში ანბანის კოშკი ოფიციალურად გაიხსნება. 

" />
18:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 17:28:06, 875 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ანბანის კოშკი იხსნება

დღეს, ბათუმში ანბანის კოშკი ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს,  130 მეტრ სიმაღლის ორიგინალურ შენობაში საინფორმაციო-ტურისტული ზონა, პანორამული რესტორანი და ღია ტერასა სტუმრებს ხვალიდან მოემსახურება. 

მათივე ცნობით, საინფორმაციო-ტურისტული ზონა ბათუმის პანორამული ხედებით კოშკის მწვერვალზე მდებარეობს.

სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც  საშუალებას იძლევა ონლაინ გიდის მეშვეობით სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საქართველოსა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ. იქვე, ტურისტებისთვის შესაძლებელია სუვენირებისა და სხვადასხვა თემატური ნივთების შეძენაც.   

საინფორმაციო სივრცის ქვედა დონეზე განლაგებულია კომფორტული პანორამული რესტორანი აზიურ-ევროპული სამზარეულოთი. რესტორანი 360 გრადუსით ბრუნავს და ერთი საათის განმავლობაში  საშუალებას იძლევა სტუმრებმა ბათუმის ხედებით ისიამოვნონ.  კოშკში  საკონფერენციო დარბაზი და VIP ოთახებიც მდებარეობს. კოშკის პირველ დონეზე მდებარეობს ღია ტერასა, სადაც ყოველდღიურად მრავალფეროვანი  გასართობი პროგრამაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, ანბანის კოშკის მშენებლობა ბათუმში 2011 წელს დასრულდა. მისი პროექტი ესპანელ არქიტექტორ ალბერტო დომინგო კაბოს ეკუთვნის. ანბანის 33 ასოთი გარშემორტყმული თანამედროვე ნაგებობა დნმ-ის უჯრედის მსგავს არქიტექტურას წარმოადგენს. მასში გადაადგილება მხოლოდ შემინული პანორამული კონსტრუქციის ლიფტებითაა შესაძლებელი. შენობა 2015 წლის 9 ივნისს, სიმბოლურ ფასად, 20 წლის ვადით  კომპანია Boost Spain S.I შეიძინა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics