01:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-17 18:50:28, 817 ნახვა

სპორტი
ვლადიმერ პაპავა: დიალოგის რეჟიმში ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია

თბილისის სახელმწიფო ინივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, პრემიერსა და სტუდენტებს შორის შეხვედრას არ დასწრებია, თუმცა მოგვიანებით  შეიტყო, რომ გამოითქვა მზაობა  პრობლემების გადაჭრის მიზნით მუშაობასთან დაკავშირებით.

პაპავას შეფასებით, დიალოგის რეჟიმში ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია.

"თვითონ შეხვედრას არ დავსწრებივარ, მაგრამ მე ვიცი სტუდენტებისგანაც და თვითონ პრემიერისგანაც, რომ მზაობა გამოთქვა მუშაობასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა შეიძლება. არის საკითხები, რომელიც გასაკეთებელია, არის საკითხები, რომელიც მომწიფებული არ არის. მაგალითად, 2013 წლის უმაღლესი განათლების რეფორმის  კონცეფციას არასდროს ვიწონებდი და არც ახლა  ვიწონებ. თეორიულად ლამაზი კონცეფციაა, მაგრამ საქართველო ამისთვის მზად არაა",-განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

შეგახსენებთ, "აუდიტორია 115"-ის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა  გიორგი  კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  რომ  სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა,  არ უნდ არსებობდეს. აღნიშნულ საკითხზე მომდევნო კვირაში პრემიერსა და სტუდენტებს შორის მორიგი შეხვედრაც დაიგეგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics