2016-03-09 10:03:41, 993 ნახვა
მსოფლიო
არსებული ინფორმაციით, სირიაში ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი მოკლეს
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა "ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის შესაძლო გარდაცვალების შესახებ განაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმციას BBC ავრცელებს.
დასავლური მედია ამერიკული სამხედრო ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ალ-შიშანი ერთ-ერთი საჰაერო ოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.
ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან