16:28 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 13:34:44, 4852 ნახვა

High - Tech
Galaxy S21 და S21 Ultra-ცვლილებები პრაქტიკულად არ არის

ტექნოლოგიურ სამყაროში ცნობილი ინსაიდერი OnLeaks აქვეყნებს რენდერებს, რომლებზეც მისი მტკიცებით "სამსუნგის" 2021 წლის ფლაგმანები Galaxy S21 და S21 Ultra-ს დიზაინი არის ნაჩვენები.
როგორც ხედავთ მიმდინარე წლის ფლაგმანებთან შედარებით Galaxy S21 და S21 Ultra პრაქტიკულად არაა შეცვლილი, მეტიც-S21-ის სერიის წარმოება კომპანიას ნაკლები დაუჯდება, რადგან ამ სმარტფონების ეკრანებს უფრო დიდი ჩარჩოები ექნებათ, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
დიზაინის ცვლილებები უფრო კამერებს შეეხება, როგორც რენდერზე ჩანს S21-ის კამერების მოდული მთლიანად იქნერბა შეცვლილი.
Galaxy S21 Ultra-ს დიზაინი ამ წლის მოდელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი რჩება, განსხვავება აქაც კამერებშია.
OnLeaks-ის ინფორმაციით Galaxy S21 და S21 Ultra-ს 2021 წლის იანვარში წარადგენენ.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება
პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics