|
2018-04-11 16:18:01, 3013 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთში გამოკითხულთა 57%-ს სტალინი „ბრძენ ხელმძღვანელად“ მიაჩნია
დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის "ლევადა ცენტრის" ინფორმაციით, რუსეთში გამოკითხული საზოგადოების 57%-ს სტალინი „ბრძენ ხელმძღვანელად“ მიაჩნია, რომელმაც საბჭოთა კავშირი ძლევამოსილ და აყვავებულ ქვეყნად აქცია, - შესაბამისი კვლევა ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, სტალინისადმი დადებითი დამოკიდებულების მხრივ, ვითარება 2016 წლის გამოკითხვის შემდეგ, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა თუმცა ცვლილება 2008 წელთან შედარებით შესამჩნევია. მაშინ საბჭოთა დიქტატორს დადებითად აფასებდა რუსეთში გამოკითხულთა 50%-მდე. წელს მარტში ჩატარებულმა გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ 44% სტალინს „სასტიკ, არაადამიანურ ტირანად“ მიიჩნევს, რომელსაც პასუხისმგებლობა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზე ეკისრება. 2008 წელს ასე ფიქრობდა გამოკითხულების 68%. ამასთან, მოსახლეობის უმეტესობა, მათ შორის ისინი ვინც სტალინს ნეგატიურად აფასებს, ტანხმდება, იმაზე, რომ საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომი მხოლოდ მისი ხელმძღვანელობის დამსახურებით მოიგო. სრული კვლევის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.levada.ru/2018/04/10/17896/
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)