2015-01-16 10:28:56, 864 ნახვა
მსოფლიო
გიუმრიში დაპირისპირების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსეთის საკონსულოსთან, დემონსტრანტები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რომლის შედეგადაც, 15 ადამიანი დაშავდა, ორი კი, დაკავებულია.
დემონსტრანტებმა რუსეთის საკონსულოში შესვლა სცადეს, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
სომეხმა დემონსტრანტებმა, რუსი სამხედრო პირის ვალერი პერნიაკოვის სომხეთისთვის გადაცემა მოითხოვეს, რომელიც ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში, ქალაქ გიუმრიში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა ავტომატური იარაღით დაცხრილა. მხოლოდ ექვსი თვის ჩვილი გადარჩა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან