2015-01-15 14:21:57, 781 ნახვა
მსოფლიო
ვოლნოვახაში 12 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ადგილზე ჯვარი აღმართეს
უკრაინაში, ქალაქ ვოლნოვახაში ტერაქტის დროს განხორციელებული უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის ადგილას დღეს ჯვარი აღმართეს, ხოლო აფეთქების ადგილზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ყვავილები და სანთლები მიიტანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ვოლნოვახასთან სეპარატისტთა პოზიციების მხრიდან გასროლილი ჭურვი სამგზავრო ავტობუსს მოხვდა, რის შედეგადაც ავტობუსი აფეთქდა, ავტობუსის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 17 დაშავდა, გარდაცვლილებს შორის ერთი 14 წლის ბავშვია .
ცნობისთვის, 15 იანვარი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გლოვის დღედ გამოაცხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან