2015-04-27 09:31:42, 392 ნახვა
სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მეჯად გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, მერკვილაძის ქუჩაზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 25,74 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან