2015-04-23 11:38:35, 648 ნახვა
სამართალი
სიერა–ლეონეს გემის კაპიტანი ფოთის ნავსადგურის ფეკალური წყლებით დაბინძურებისთვის დააჯარიმეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი 65 000 ლარით ფოთის ნავსადგურის სამეურნეო ფეკალური წყლებით დააბინძურებისთვის დააჯარიმეს.
ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 4500 ლარი შეადგინა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გემის კაპიტნისთვის დაკისრებული ჯარიმა 65 000 ლარი და ზიანი 4500 ლარი სამართალდამრღვევმა უკვე გადაიხადა, რის შემდეგაც გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან