09:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 19:03:11, 949 ნახვა

სხვადასხვა
სოფელ გურჯაანში ბრინჯაოს ხანის უნიკალურ ნივთებს მიაკვლიეს

სოფელ გურჯაანში ბრინჯაოს ხანის უნიკალურ ნივთებს მიაკვლიეს.

ნადაშვილების ოჯახმა მიწის დამუშავების დროს თიხის ჭურჭელი, სამკაული და სამი სამარხი აღმოაჩინა, რის შემდეგაც შესაბამის სამსახურს დაუკავშირდნენ.

გურჯაანის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, აღმოჩენილი ე.წ. ორმო-სამარხები სავარაუდოდ, გვიან ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და მისი შესწავლა-გამოკვლევა აუცილებელია.

მისივე ინფორმაციით, გამორიცხული არაა, რომ აღნიშნულ ადგილზე წარსულში სასაფლაოც ყოფილიყო.

აღმოჩენილი ნივთები გურჯაანის ეთნოგრაფიულ საცავს გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics