|
2015-03-03 15:09:12, 362 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა და დავით ნარმანიამ მსჯავრდებულ ქალებს 3 მარტი მიულოცეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებას ეწვივნენ და მსჯავრდებულ ქალებს დედის დღე მიულოცეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, გიორგი მღებრიშვილმა იმ მსჯავრდებულ დედებს, რომელთა შვილებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათთან ერთად იზრდებიან, სასაჩუქრე კალათები გადასცა. მინისტრმა ასევე, დააჯილდოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. მსჯავრდებულ ქალებს დედის დღე კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა და ქართველმა მომღერლებმა მიულოცეს. სპეციალურად დედის დღესთან დაკავშირებით ცნობილმა ქართველმა ქალმა მომღერლებმა დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს. კონცერტის წამყვანი მსახიობი ნიკა წულუკიძე იყო. მერიის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დედის დღე განსაკუთრებით მძიმეა იმ მსჯავრდებულებისთვის, ვინც მოკლებულია შვილებთან ურთიერთობის სიხარულს. „მინდა, ვუსურვო მსჯავრდებულ ქალებს შვილების გამო გაუძლონ, დაძლიონ სირთულეები და მალე დაუბრუნდნენ საყვარელ ადამიანებს. დედობა, შვილები დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ და აღარასდროს დაუბრუნდნენ ამ კედლებს“, -განაცხადა მინისტრმა. დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ყოველთვის მზად არის დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. „მინდა მივულოცო დღევანდელი დღე მსჯავრდებულებს, ჩვენ ვინახულეთ ის დედები, რომლებიც ბავშვებთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცხოვრობენ. თბილისის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება“, - განაცხადა დავით ნარანიამ დედის დღისა და ქალთა დღის აღსანიშნავად კულტურული ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოეზიის საღამო, ქალი რეჟისორის სპექტაკლი და კინოჩვენება. კვირეული 8 მარტს მხატვარ ქალთა გამოფენით დაიხურება. ქალთა კვირეული ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად აღინიშნება.
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)