00:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 14:27:26, 463 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებმა სპექტაკლში „მოხუცი ბავშვები“ მიიღეს მონაწილეობა

ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე მინი სპექტაკლი ,,მოხუცი ბავშვები’’  გაიმართა.

სპექტაკლში მონაწილეობა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის თანამშრომლებმა და ბენეფიციარებმა მიიღეს.

სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დაიდგა.

როგორც პანსიონატში ამბობენ, სპექტაკლი 5 თვეში დაიდგა და მასში მონაწილეობას 10-მდე ბენეფიციარი იღებდა.

ღონისძიებას ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების, ქუთაისის საკრებულოს, სოციალური მომსახურების და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ხანდაზმულთა პანსიონატში აცხადებენ, რომ ეს უკვე მეორე სპექტაკლია და მომავალშიც იგეგმება მსგავსი ღონისძიებების გამართვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics