14:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 15:20:17, 12049 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: გომელაურს აქვს უნარჩვევები, რომ პასუხისმგებლობას თავი გაართვას

„ვახტანგ გომელაურს აქვს უნარჩვევები, რომ ამ მნიშვნელოვან პოზიციას და პასუხისმგებლობას თავი გაართვას“, – ასე აფასებს ახლად დანიშნულ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია.
ბესელია დარწმუნებულია,  რომ შს სამინისტრო, რომლის მთავარი რეფორმა იყო ამ უწყების დეპოლიტიზირება, იგივე კურს გააგრძელებს.
 „მას აქვს ძალიან კარგი, პროფესიული და პიროვნული თვისებები, საქმიანი უნარჩვევები იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან პოზიციას და პასუხისმგებლობას  თავი გაართვას. შსს–ს ხელმძღვანელობა არის ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პოზიცია. გამოცდილება, მენეჯერული თვისებები, მართვის უნარი, კოორდინირებული და ორგანიზებული მართვა ამ უწყებისთვის მნიშვნელოვანია. გომელაურს ეს თვისებები აქვს,ამიტომ დარწმუნებული ვარ, შსს–ში, რომლის მთავარი რეფორმა ამ უწყების დეპოლიტიზირება იყო და  რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო, ეს ხაზი შენარჩუნებული იქნება“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური  შს მინისტრად პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა. გომელაურმა ალექსანდრე ჭიკაიძე ჩაანაცვლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics