2017-04-30 15:47:59, 972 ნახვა
სხვადასხვა
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩადან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,
აღნიშნული საქმის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. აღნიშნული საქმის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“,-აცხადებენ სუს-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან