12:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 11:13:44, 926 ნახვა

მსოფლიო
პარიზში სოლიდარობის მარშში 3 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

პარიზში მშვიდობის  მარშში მონაწილეობის მისაღებად სამ მილიონზე მეტი ადამიანი  გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

მშვიდობის მარში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა, თუმცა ყველაზე დიდი მსვლელობა პარიზში ჩატარდა.

პარიზში მსვლელობა,  რესპუბლიკის მოედნიდან, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო და  რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.  ერთობის მარშში მონაწილეობდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობენ ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები. საქართველოდან მარშში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ  ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 11 კი დაიჭრა. რაც შეეხება თავდამსხმელებს, საფრანგეთში მიმდინარე სპეცოპერაციების დროს სამი მათგანი,  ძმები შერიფ და საიდ კუაშები, ასევე ამედი კულიბელი ფრანგულმა პოლიციამ მოკლა.  ხოლო მეოთხე ეჭვმიტანილს, ჰაიათ ბუმედინის ამ დრომდე ეძებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics