13:45 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 12:14:15, 984 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: აშშ ყირიმის გამო ომის დასაწყებად მზად იყო

„აშშ ყირიმის გამო ომის დასაწყებად მზად იყო“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  დოკუმენტურ ფილმში „ ყირიმი-გზა სამშობლოსკენ“ ანდრეი კონდრაშოვთან  საუბრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, აშშ-ს მხრიდან თუ  შეიარაღებული წინააღმდეგობა იქნებოდა, რუსეთი განიხილავდა ბირთვული შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობას.
„მე ვესაუბრე კოლეგებს და ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ისტორიული მხარე. იქ ცხოვრობს რუსი ხალხი. ჩვენ არ მოგვიხდენია სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში. ეს ნაციონალისტებმა ჩაიდინეს. თქვენ კი მათ მხარი დაუჭირეთ. მე მათ ვუთხარი, თქვენ არ იცით, რისთვის იბრძვით, ჩვენ კი ვიცით და ამისთვის მზად ვართ, ამჟამად ყირიმი კარგად არის დაცული, გადავიყვანეთ იქ თავდაცვითი  კომპლექსები და ისე  განვათავსეთ, რომ კოსმოსიდანაც ჩანდეს“,-განაცხადა კრემლის ლიდერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics