13:05 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-05 15:16:22, 1002 ნახვა

Lifestyle
ირაკლი ვაჭარაძემ "იდენტობას" აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა

ირაკლი ვაჭარაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობას" აღმასრულებელი დირექტორის  პოსტი დატოვა. ამის შესახებ ორგანიზაციის მირ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.  მათივე ცნობით, ვაჭარაძე  აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას  1 იანვრიდან აღარ ასრულებს  და   მუშაობას როგორც  "იდენტობას" თანამშრომელი ისე აგრძელებს.
"იდენტობამ" 2014 წლის 4 იანვარს   ახალი აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად ვაკანსია გამოაცხადა. კანდიდატის შერჩევა ღია კონკურსის მეშვეობით მოხდება. აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატის შერჩევამდე კი, ორგანიზაციას ანა რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, "იდენტობას" დაარსებიდან – 2014 წლის 31 დეკემბრამდე  ირაკლი ვაჭარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც არის ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი, მაგისტრი გენდერის კვლევებში და მაგისტრი სოციალურ სამუშაოში. რაც შეეხება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ანა რეხვიაშვილი  არის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი გენდერის კვლევებში. 2010 წელს ანა რეხვიაშვილმა მიიღო მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში, 2005-2009 წლებში თსუ ფსიქოლოგიის მიმართულებაზე, ხოლო 2007-2008 წლებში ტარტუს (ესტონეთი) უნივერსიტეტში მედია კვლევებს სწავლობდა.
ანა რეხვიაშვილმა "იდენტობაში" მუშაობა 2012 წელს, პოლიტიკის მკვლევარის პოზიციაზე დაიწყო, ხოლო 2013-2014 წლებში იდენტობას თბილისის სათემო ცენტრს ხელმძღვანელობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics