12:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 11:02:43, 850 ნახვა

სამხედრო
მაზარ-ე-შარიფში ქართული სალოცავი ამოქმედდა

ავღანეთში, მაზარ-ე-შარიფის გემრანულ ბაზა „მარმალზე“ ქართული სალოცავი ამოქმედდა. პირველი წირვა სალოცავში 51-ე ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სალოცავის გახსნის ცერემონიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე,  გერმანულ ბაზაზე დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა და კოალიციური ძალების მართლმადიდებელი აღმსარებლობის უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

გერმანულ ბაზა „მარმალზე“ IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მიმდინარე წლის იანვრიდან ასრულებს. ასეულის ამოცანას სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლი წარმოადგენს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics