17:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 12:50:43, 2479 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდში შსს-მ 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშალა

ზუგდიდში პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებს დაუპირისპირდა.  შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები, რომლებმაც იქ ღამე გაათენეს, ძალის გამოყენებით დაშალეს და ტერიტორია "ოცნების" ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუსუფთავეს. 

ზუგდიდში შეკრებილები აპირებდნენ, რომ რეჟიმის წარმომადგენლებს საპროტესტო ბანერებით დახვედროდნენ და ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოეწყოთ, თუმცა მათთან დილით საპოლიციო ძალები მივიდნენ, ჯერ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მას შემდეგ კი რაც მოქალაქეები მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, დაახლოებით კილომეტრნახევრის მანძილზე, ძალადობრივად მოაშორეს სკვერს.

ამის შემდეგ, მემორიალთან გმირებისთვის პატივის მისაგებად ზუგდიდის "ოცნების"  მერიისა და გუბერნიის წარმომადგენლები მივიდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics